ნინო გოგუაძემ საბურთალოს რაიონში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

ნინო გოგუაძემ საბურთალოს რაიონში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, №5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ, გამგებელთან, ბექამიქაუტაძესთან ერთად, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციოსამუშაოები მოინახულა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყალკანალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს, წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია, რომლისდასრულების შემდეგ ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.

მაჟორიტარმა დეპუტატმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სტადიონი დაათვალიერა და ადგილობრივმოსახლეობას, ამ ქუჩაზე სკვერების მოწყობის გეგმაც გააცნო.

„წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ხშირად იკვეთებოდა ისეთი პრობლემები, რომლებიცგზის, სკვერების მოწყობის, წყალ-კანალიზაციის და სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული. არჩევნების შემდეგ, ამპრობლემების ეტაპობრივად მოგვარება აქტიურად დაიწყო. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შევინარჩუნოურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან, მუდმივ კომუნიკაციაში ვიყო ადამიანებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაცმიდიხარ და ადგილზე ეცნობი ამ ადამიანების პრობლემებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.