ექიმები ადასტურებენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელია და უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი

ექიმები ადასტურებენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელია და უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი

ექიმები ადასტურებენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელია და უსაფუძვლოდ ჩაშალა დაკითხვის პროცესი, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზის დასაკითხად პროკურატურაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.

”ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით მოხდა ამ დაკითხვის ჩაშლა. ჩვენ შევადგინეთ ოქმი, რომელზეც ექიმებს აქვთ ხელი მოწერილი. ისინი ამბობენ, რომ სრულიად შესაძლებელია, მამალაძემ მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი”, - აღნიშნა პროკურორმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ვერ მოხერხდა.