რადგან მამა გიორგიმ ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, ესე იგი, საჭიროა

რადგან მამა გიორგიმ ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, ესე იგი, საჭიროა

მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნას, რომელიც ოჯახის უსაფრთხოებას უკავშირდება, დეკანოზის დედა ქეთევან მაღლაკელიძე გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, რომ მამალაძეების ოჯახში ამ დრომდე სამართალდამცავები არ მისულან.

"სამართალდამცავები ოჯახში ჯერ არ ყოფილან, არც პროკურატურიდან მოსულან. ზოგადად, არავისგან არ ვგრძნობთ რაიმე სახის ზეწოლას, თუმცა, რადგან მამა გიორგიმ ითხოვა ოჯახის უსაფრთხოების დაცვა, ესე იგი, საჭიროა და ამას ვეთანხმები",-აცხადებს დეკანოზის დედა.