ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ვერ მოხერხდა

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ვერ მოხერხდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ჯერ ვერ მოხერხდა. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.

”ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მამა გიორგის დაბალი სიცხე და დაბალი წნევა აღენიშნებოდა.