მეუფე პეტრე:   გამოვრიცხავ, მამა გიორგი მამალაძეს ჩვენებაში ჩემი გვარი დაესახელებინა

მეუფე პეტრე: გამოვრიცხავ, მამა გიორგი მამალაძეს ჩვენებაში ჩემი გვარი დაესახელებინა

მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა. ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მას არ ჰგონია, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

”გამოვრიცხავ ჩვენებაში ჩემი გვარი დაესახელებინოს, ვინაიდან მამა გიორგისთან არ მქონია ურთიერთობა. ერთადერთხელ მქონდა წერილობითი მომწერა, როდესაც პირველად, 22 დეკემბერს ღია ეთერში ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა. მაშინ მამა გიორგიმ მომწერა და მადლობა გადამიხადა, რაზეც ვუპასუხე და დავლოცე”, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

მეუფეს თქმით, თუ მას პროკურატურა გაუთქმელობის პირობის დადებას მოსთხოვს, ის ამას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.

ამ წუთებში პროკურატურაში მეუფე პეტრეს დაკითხვა მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.