დღეს გამოჩნდება, რამდენად მართავს პროკურატურას საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი დამპყრობლური ძალები

დღეს გამოჩნდება, რამდენად მართავს პროკურატურას საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი დამპყრობლური ძალები

დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული, დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, პროკურატურა ამ საქმეში ნდობას არ იმსახურებს.

”მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევევიდან და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. მე ერთადერთს ვითხოვ - მაღალკვალიფიციურ ჩართულობას”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ წუთებში პროკურატურაში მეუფე პეტრეს დაკითხვა მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.