ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. #9 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურორთა ჯგუფი საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ცოტა ხნის წინ მივიდა. დაკითხვას ესწრებიან ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები.

როგორც დაკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას არაერთი შეკითხვა აქვს და ისინი იმედოვნებენ, რომ ბრალდებულისგან ამომწურავ პასუხს მიიღებენ.

”პროკურატურის ამოცანაა საქმეზე მტკიცებულებები შევადაროთ ყველა შესაძლო წყაროსთან. ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომაც გვინდოდა დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო მიეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ დღეს გვაძლევს ჩვენებას. ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს, რომელიც დაისმება და იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან ჩვენ დამატებით კომენტარებს გავაკეთებთ ამ ჩვენების ირგვლივ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.