მამა გიორგის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს პროკურატურაში მისი დაბარების საფუძველი გამხდარიყო

მამა გიორგის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს პროკურატურაში მისი დაბარების საფუძველი გამხდარიყო

მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების საფუძველი.

ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იყოს დაბარებული პროკურატურაში. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას არ ჰქონია კონტაქტი მეუფე პეტრესთან და აქვს სურვილი, რომ გაერკვეს ვითარებაში და გაიგოს რის გამოა დაბარებული მეუფე საგამოძიებო უწყებაში.

”აუცილებლად ვეცდები, კანონის ფარგლებში დავამყარო მეუფე პეტრესთან კომუნიკაცია. რაც შეეხება გუშინდელ დაკითხვასთან კავშირს, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ გუშინდელი დაკითხვიდან არ უნდა გამომდინარეობდეს მისი დაბარება, თუმცა ის, რომ შესაძლოა ამ საქმეზე იყოს დაბარებული, ამას ვერ გამოვრიცხავ”, - განაცხადა ფანცულაიამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

მეუფე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.