სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების,სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებებისსაკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორეეტაპის სამუშაოებს შეეხება.

„ორი კვირის წინ ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციების პირველი რაუნდი და დღეს იწყება სამუშაო შეხვედრების მეორეეტაპი, სადაც განვიხილავთ უკვე იმ რედაქციებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ეს რედაქციები მომზადდა იმშეთავაზებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომშემოთავაზებების რაოდენობა იყო ძალინ ბევრი და ბუნებრივია ყველა შემოთავაზება ვერ აისახებოდა ახალ რედაქციაშითუნდაც ალტერნატივების სახით, სარედაქციო ჯგუფს დაჭირდა ყველა მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, თუმცადღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მიუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე გავიაზროთ თითოეული მუხლი“, -განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებზე ინფორმაცია მიაწოდა დააღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტულ მუხლებთანდაკავშირებით უმრავლესობის პოზიციების გაცნობა შესაძლებელი გახდება, თუმცა ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არაქვს და მასზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.

„კომისიის წევრთა თხოვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთვის მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობისთვის, შეხვედრაგაიმართა. შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და თავებთან წარმოგიდგინოთ ჩვენიმოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვსიმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად ყველასაკითხი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის ღია და გახსნილია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებებისმუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.