კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა, დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა, დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით

ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით, - ამის შესახებ პრალემენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შემოთავაზებები, რომელიც სამუშაო ჯგუფში შევიდა, საკმაოდ ბევრია და ამიტომ სარედაქციო ჯგუფს მოუწია ამ შემოთავაზებების გადამუშავება.

”სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ძალიან დიდი მუშაობა, რადგან შემოთავაზების რაოდენობა არის დიდი და ბუნებრივია, ყველა ერთად, რომ აგვესახა ახალ რედაქციაში, თუნდაც ალტერნატივების სახით, გავიდოდით დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე. აქედან გამომდინარე, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა იმ მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიაზროთ თითოეული მუხლი, კონსტიტუციის იმ თავების, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსულტაციების მეორე რაუნდის ფარგლებში ის ძირითადი ცვლილებები გამოიკვეთება, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შევა.