სტამბოლის სასამართლომ Die Welt-ის კორესპონდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

სტამბოლის სასამართლომ Die Welt-ის კორესპონდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

სტამბოლის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, გერმანული გამოცემა Die Welt-ის კორესპონდენტის დენიზ იუჯელის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა მარტინ შეფერმა თურქეთს ჟურნალისტის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. მანამდე განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა, რომელმაც თურქეთი გააკრიტიკა. მისივე თქმით, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ გერმანული გამოცემის კორესპონდენტი ამდენი ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდეს.

გარდა ამისა, ბუნდესტაგის 160-მა დეპუტატმა თურქეთის ელჩს გერმანიაში ღია წერილი მისწერა, დენის იუჯელის გათავისუფლების საკითხში დახმარებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი 14 თებერვალს სტამბოლის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. თურქეთის ხელისუფლება მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, პროპაგანდასა და ინფორმაციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, ბრალის წარდგენის გარეშე, დანაშაულში ეჭვმიტანილების 14 დღით პატიმრობაში ყოფნა დაშვებულია.