ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას 11:00 საათისთვის გეგმავენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში სავარაუდოდ ამ დროს შევლენ პროკურორებიც, რათა ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებულის დაკითხვა განაახლონ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ დაიწყო, თუმცა პროკურორებმა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დასრულება , 8-საათიანი დაკითხვის მიუხედავად ვერ მოახერხეს.

როგორც ადვოკატებმა გუშინდელი დაკითხვის შემდეგ განმარტეს, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული.