აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს პენტაგონის ხარჯები 54 მილიარდი დოლარით გაზარდოს და ამდენივეთი შეამციროს არასამხედრო ხარჯები, მათ შორის შეამციროს უცხოური დახმარებები. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სამშაბათს დონალდ ტრამპი კონგრესს ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს წარუდგენს. კონკრეტულად კი, შესთავაზებს ხარჯების გაზრდას თავდაცვის სამინისტროსთვის, რომელიც 2017 წლისთვის 583 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას ითხოვდა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის პრეზიდენტი პენტაგონს ნებას მისცემს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როგორ დახარჯავს დამატებით მილიარდებს.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი კონგრესს შესთავაზებს , მნიშვნელოვნად შეამციროს ფედერალური სააგენტოების უმრავლესობის ბიუჯეტი, მათ შორის გარემოს დაცვის სააგენტოსთვის.