სირიაში „ალ-ქაიდას“ მეორე პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

სირიაში „ალ-ქაიდას“ მეორე პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

სირიაში, ავიადარტყმების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ მეორე პირის აჰმედ ჰასან აბუ ალ-ხაირის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამის შესახებ ვებგვერდი „SITE“ იუწყება, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფებების მონიტორინგს ახორციელებს.

ამ დროისთვის, აბუ ალ-ხაირის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ დონზე ჯერ არ დადასტურებულა. სირიის იდლიბის პროვინციაში ოპერაცია საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. 

არსებული ინფორმაციით, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული საკონსალტინგო კომპანია ავრცელებს, ალ-ხაირი „ალ-ქაიდას“ ყოფილი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. ის 2015 წელს ირანში შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც სირიაში იმყოფებოდა.