ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით, რაც მთიან ყარაბაღს უკავშირდება.
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აუცილებელია სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება, რადგან, მისი თქმით, ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.
გაეროს გენმდივანმა მხარეებს მიმართა, მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაზე იმუშაონ.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში, გასულ უქმეებზე, ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა და სომხეთი კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა.