მამა დავით შარაშენიძე მედიას მიმართავს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ

მამა დავით შარაშენიძე მედიას მიმართავს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა დავით შარაშენიძე მედიას მიმართავს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ.

როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ.

”მინდა მივმართო მედიას, ეს არის გარკვეული პასუხისმგებლობა, როდესაც შენ აწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, ეს ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი, არის სენსაციაზე დამყარებული და საზოგადოებაში ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავ”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.