პროკურატურაში აღარ არის ის დრო, როცა აღიარებითი ჩვენებებით ყველა ბრალს ორ დღეში აღიარებდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ, სახალხო დამცველის იმ შეფასების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც პროკურატურაში საქმეების გამოძიები პროცესი დროში ჭიანურდება. როგორც გოგაძე განმარტავს, ყველა იმ საკითხზე სადაც შეკრებილია საკმარისი მტკიცებულებები კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამართლის დევნა იწყება.
”ყველა იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას იწყებს, როცა იკრიბება იმ სტანდარტის მტკიცებულებები რაც გათვალისწინებულია კანონით, პროკურატურა ვალდებულია დევნა დაიწყოს, ეს ასეც კეთდება. იქ სადაც არ არის მტკიცებულებები, რომ დევნა დავიწყოთ და პირს ბრალი წავუყენოთ, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დღევანდელ პროკურატურაში ეს გამორიცხულია. პროკურატურაში აღარ არის ის დრო, როცა აღიარებითი ჩვენებებით ყველა ბრალს ორ დღეში აღიარებდა”, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფფლებათა დაცვის კომიტეტში, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უსმენენ, მათ შორის მოუსმინეს მთავარი პროკურორის მოადგილეს გოირგი გოგაძეს.