მთავარი პროკურორის მოადგილე:  საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

მთავარი პროკურორის მოადგილე: საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განუცხადა.

“ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეებში ვრცელდება“, - აღნიშნა გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს.