პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე რომ დაკარგული ყოფილიყო, ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი

პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე რომ დაკარგული ყოფილიყო, ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი

პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაკარგული რომ ყოფილიყო, მე, როგორც იურისტი, ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.

ქარჩავამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაკარგულია. საპატრიარქოს იურისტმა აღნიშნულ ინფორმაციას „აბსურდული“ უწოდა.

”იქიდან გამომდინარე, რომ თუ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე იქნებოდა დაკარგული, მე, როგორც იუირისტი, ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი. ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც დაკავშირებულია იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან, ჩვენ ვახორცილებთ”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

რაც შეეხება ასევე გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს, მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა ის „აბსურდულად“ მიაჩნია.

”თუ აქ საუბარია დაცვის თანამშრომლებზე, მათ აქვთ კანონით დადგენილი წესით განპირობებული იარაღები, რომელთაც არ სჭირდება ჩხრეკის ჩატარება”, - განაცხადა ქარჩავამ.