ტექნიკის ფართო ასორტიმენტი ონლაინ მაღაზია Deals.ge-ში

ტექნიკის ფართო ასორტიმენტი ონლაინ მაღაზია Deals.ge-ში

დღევანდელი გადატვირთული რეჟიმის ფონზე, ადამიანების უმრავლესობას მაღაზიებში სიარულის დროც არ რჩებათ... ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალს ონლაინ შოპინგი წარმოადგენს.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასობით ინტერნეტ მაღაზიაა , რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქცია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს.

www.deals.ge ქართულ ონლაინ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი წამყვანი ინტერნეტ მაღაზიაა, რომელსაც კონკურენტებისგან პროდუქციის დიდი ასორტიმენტი, გარანტირებული ხარისხი და მომსახურების საუკეთესო პირობები გამოარჩევს.

deals.ge-ზე წარმოდგენილია 100 ათასამდე უმაღლესი ხარისხის ტექნიკა - წვერსაპარსი, ყავის აპარატი, ეპილატორი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტრიმერი, მასაჟორი და სხვა.

ნებისმიერი ნივთის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად. სურვილის შემთხვევაში, ასევე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გააფორმოთ როგორც საბანკო, ისე შიდა განვადება. ამ ეტაპზე deals.ge ბანკ რესპუბლიკასთან და ლიბერთი ბაკთან თანამშრომლობს. რაც შეეხება შიდა განვადებას, ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებისთვის გახლავთ ხელმისაწვდომი.

ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიწოდების სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილ პროდუქტს მაღაზიის კურიერი სახლში მოგართმევთ. აღნიშნული მომსახურება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა, ხოლო რეგიონებში მიწოდების ღირებულება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით განისაზღვრება.