დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც, ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ, - ამის შესახებ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ განუცხადა კითხვაზე, საჭირო არის თუ არა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბიზნესსა და ფინანსურ ნაწილს ჩაუტარდეს აუდიტი.
ანდრიაძის თქმით, აუდიტი უნდა ჩაუტარდეს ყველაფერს.
“მობრძანდით, ოღონდ მეც უნდა ჩამსვათ აუდიტებმა, დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ. წამობრძანდით თქვენც - “რუსთავი 2”, - მიმართა ანდრიაძემ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.
გიორგი ანდრიაძის თქმით, საპატრიარქოს აბსოლუტურ უმრავლესობაში, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის ბუღალტრულად გაფორმებული, “უბრალოდ, ცოტა დიდი ფუფუნება არის ჭყონდიდში”.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე ცავაა.