პარლამენტის ნდობის ჯგუფი ხუთი წევრის ნაცვლად, შესაძლოა ერთით ნაკლები - ოთხი წევრის შემადგენლობით შეიქმნას. ნდობის ჯგუფში სავარაუდოდ უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა კვოტა ვაკანტური დარჩება.
"ნდობის ჯგუფის ფორმირებაზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. თქვენ იცით, იმ ე.წ. პროცედურული დილემის წინაშე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება მეხუთე წევრი ვერ ავირჩიოთ, ვერ დავამტკიცოთ. "ნაციონალურ მოძრაობას" და "საქართველოს პატრიოტებს" ნდობის ჯგუფში წარმოდგენილი ჰყავთ საკუთარი კანდიდატურები. თითოეულ მათგანს ექვს-ექვსი მხარდამჭერი ჰყავს და არც ერთს არა აქვს შვიდი ხმა, რაც საფუძველია იმისა, რომ ვერც ერთი ვერ შევიდეს ნდობის ჯგუფში. ეს დილემა შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ რეგლამენტში ცვლილებების გზით. თუმცა დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობ, წარმოადგინონ წინადადება რეგლამენტში ცვლილებასთან დაკავშირებით," - განაცხდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.