საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის თაობაზე საპატრიარქოს არც ერთ წარმომადგენელს პროკურატურისგან უწყება არ მიუღია.
ამის შესახებ ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან განუცხადა.
“უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ არანაირი უწყება ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. სავარაუდოდ, ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ მოხდება სხვა საგამოძიებო მოქმედება. ეს არის ჩემი ვარაუდი”, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.
მისივე თქმით, შესაბამისად, საქმის მასალებს ისინი არ გაცნობიან. ამასთან, მზად არიან, გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხონ.
“თუ რაიმე შეკითხვა იქნება პროკურატურის მხრიდან, ეს არ დაიმალება და ნებისმიერ საგამოძიებო ქმედებაში მონაწილეობას მივიღებთ”, - განაცხადა ქარჩავამ.