რომან გოცირიძე:   ხელისუფლება საპატრიარქოს კომპრომეტაციას ეწევა

რომან გოცირიძე: ხელისუფლება საპატრიარქოს კომპრომეტაციას ეწევა

 ხელისუფლება საპატრიარქოს კომპრომეტაციას ეწევა, - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ, ახალი სკანდალების შესახებ გახდა ცნობილი.

„ხელისუფლება საპატრიარქოს კომპრომეტაციას ეწევა. ის ვიზიტები, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, კალაძით, შემდეგ პროკურორით, თვით მისი აღმატებულება თბილისის მერი გამოცხადდა და დღეს ვიხილეთ ივანიშვილის 15-წუთიანი ვიზიტიც. თითქოს ამით მოწიწებას და მოკრძალებას აჩვენებენ საზოგადოებას ამ ინსტიტუტის მიმართ. ეს არის აშკარა ჩარევა საპატრიარქოს მუშაობაში და ყოველი ასეთი ვიზიტები ახალ-ახალ სკანდალებს ქმნის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.