მიქაელ ბოტკოველმა იცრუა - მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას

მიქაელ ბოტკოველმა იცრუა - მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას

მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას.

მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას მომავალში, მან აღნიშნა: "ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“.

რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეკანოზისგან მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.