24 თებერვალს, 9.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ წინაშესარჩევი I ტური გაიხსნება. საქართველოში პირველად იქმნება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა, რომელსაც გერმანული სამეცნიერო ფონდი Volkswagen Stiftung დააფინანსებს.
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი "Cross-National Doctoral School" ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება. გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung-ის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტი მიზნად ისახავს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის შესარჩევი ტურების ორგანიზებას, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება. შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი საქართველოში ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (24-27.02.2017) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1-3.03.2017). დარტეგისტრირებული 61 კანდიდატიდან 8 უცხოელია. შესარჩევი ტურის პირველ ეტაპზე საერთაშორისო საკონკურსო კომისია გამოვლინდება 25 კანდიდატი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში 23-29 მარტს დაგეგმილ მეორე შესარჩევ ტურში. პირველი ტურის გამარჯვებულებს სპეციალური საკონკურსო კომისია 5 მარტს დაასახელებს.