ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ქართველი სამხედროს გვერდით იქნება

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ქართველი სამხედროს გვერდით იქნება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა გასაკუთრებულად იმუშაოს იმისათის, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერ ადგილას დაცული იყოს.

აღნიშნული განცხადება მამუკა მდინმარაძემ კონგოელი მეამბოხეების მიერ დატყვევებული ქართველი სამხედროს შესახებ გააკეთა, რომლის გასათავისუფლებლადაც მეამბოხეები მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვენ.

"სამწუხაროდ, თქვენგან მესმის პირველად ეს ინფორმაცია. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ქართული სახელმწიფო ყოველთვის იქნება ქართველი სამხედროს,  სხვა თავისი  მოქალაქის გვერდით და ბუნებრივია, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად იმუშაოს იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერ ადგილას იყოს დაცული",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კონგოელი მეამბოხეების მიერ 1 თვის წინ დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსურაულის სანაცვლოდ ერთ მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.