გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი რეიტინგში 1%-ით უსწრებს ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტს და გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატს მარტინ შულცს, - აღნიშნულს ცხადყოფს სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის Forsa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ გერმანელების 38% მხარს ანგელა მერკელს, ხოლო 37% მარტინ შულცს დაუჭერდა. შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში მერკელის რეიტინგი 1%-ით გაიზარდა, ხოლო შულცის კი უცვლელი დარჩა.
„მერკელის ადგილის დასაკავებლად შულცმა უკვე ახლა უნდა წარადგინოს დამაჯერებელი პროგრამა“, - განაცხადა სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის Forsa-ს ხელმძღვანელმა მანფრედ გიულნერმა.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, გამოკითხვის თანახმად, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ რეიტინგი 31%-ს შეადგენს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ პარტიული კავშირის რეიტინგი კი 34%-ს.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.