პატრიარქის ექიმი:   მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს, კარგ ხასიათზეა, უკვე შეუძლია გადაადგილება

პატრიარქის ექიმი: მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს, კარგ ხასიათზეა, უკვე შეუძლია გადაადგილება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, როდის გაწერენ პატრიარქს კლინიკიდან, სავარადუდო, დღეს ან ხვალ გადაწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პეტრიაშვილმა განუცხადა, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს, „კარგ ხასიათზეა“ და უკვე შეუძლია წამოჯდომა და გადაადგილება.

შალვა პეტრიაშვილის თქმით, პატრიარქს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.