საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი გადასახადებთან დაკავშირებულ რეფერენდუმის საკითხზე „სოციალ-დემოკრატების“ წინადადებას განიხილავს

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი გადასახადებთან დაკავშირებულ რეფერენდუმის საკითხზე „სოციალ-დემოკრატების“ წინადადებას განიხილავს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე გადასახადებთან დაკავშირებულ რეფერენდუმის საკითხზე „სოციალ-დემოკრატების“ წინადადებას განიხილავს.

”სოციალ-დემოკრატების” ლიდერი გია ჟორჟოლიანი სამუშაო ჯგუფს გააცნობს ინიციატივას, კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღების თაობაზე, რომელიც გადასახადების გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს. დეპუტატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს ხელისუფლებას - როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას განახორციელოს ქმედითი პოლიტიკა.

გია ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ექნება თუ არა „სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივას სათანადო მხარდაჭერა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან, მაინც იქნება მიღებული.