გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება, გზებზე ლიპყინული, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.