თურქეთის პოლიციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 599 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 599 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 599 წევრი დააკავა, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“.

გავრცელებული ინფორმაციით, 544 ეჭვმიტანილი თურქეთის 25 პროვინციაში დააკავეს, 55 ადამიანი კი, ანკარაში და ვანის, მუშის, ადანასა და აგრას პროვინციებში დღეს დააკავეს.

2015 წელს თურქეთში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ კონფლიქტის განახლების შემდეგ, ქურთი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაახლოებით 900 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა და 300-ზე მეტი სამოქალაქო პირი. თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაახლოებით 10 ათასი წევრი გაანადგურეს.