საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია წარედგინა.
საერთაშორისო დოკუმენტს თან ერთვის 24 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც განხილვის დასაწყებად უკვე ინიცირებულია.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილბებით რეგულირდება არამხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, არამედ ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.