მეუფე იაკობი მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს „ზღაპრებს“ უწოდებს

მეუფე იაკობი მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს „ზღაპრებს“ უწოდებს

უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, - ასე ეხმაურება მეუფე იაკობი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

”ეგ არის ჩვეულებრივი ზღაპრები ვიღაცის. რა კომენტარი გავაკეთო? - მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ნუ იბრალებენ სხვები. მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა სავარაუდოდ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის წერილი, რომელშიც ის არქიმანდრიტ იაკობს საპატრიარქოში არსებული თალღითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს.