საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბერლინის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ილია მეორე ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, საპატრიარქოს განმარტებით, „ეს მათთვის სრულიად მოულოდნელია“. 

„ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნავენ საპატრიარქოში.