მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების უწყებას მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობის პირად კონტროლზე აყვანასა და მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების უწყებას მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობის პირად კონტროლზე აყვანასა და მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შესაბამის ორგანოებს პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობის პირად კონტროლზე აყვანასა და მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.
როგორც მეუფე პეტრემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.
”რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე მოსაზრებით, მამა გიორგი მამალაძემ აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება.