დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. 
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია ვერსია, რაცდეკანოზთან დაკავშირებით გავრცელდა, დაკავებულის დედამ ასე უპასუხა: „თქვენ როგორ გჯერათ?“. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მყოფ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. 

"ძალიან გთხოვთ, დატოვეთ ეზო. არ ვიცი, არაფერი“, - განაცხადა დეკანო გიორგი მამალაძის დედამ. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.