მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე - თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე - თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა

თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ვნახავთ მერე, განახებთ... თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება. 

მეუფე იაკობის თქმით, ის არ იცნობს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და შეფასებებისგან თავს იკავებს.

„არ ვიცი, დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ? - სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რამე ვთქვა. თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ, ბოლომდეც გაიხსნებიან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაცვა გაძლიერებულია.