სკანდალური საქმე-

სკანდალური საქმე- "შოკირებულები ვართ, უწმინდესობა ინფორმირებულია, პროკურატურის მიმართ ნდობა მაღალია"- ლაშა ჟვანია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას თქმით, მას სჯერა, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები მიუკერძოებელ გამოძიებას აწარმოებენ. ჟვანიას განცხადებით, უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იქნას შენარჩუნებული, წინასწარი ვარაუდებისგან და ვერსიებისგან მედიამ თავი უნდა შეიკავოს და პროკურატურას საშუალება უნდა მიეცეს რომ საქმე გამოიძიოს.

„დღეს ყველანი ვართ შოკირებულნი. მისი უწმინდესობა ინფორმირებულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, პროკურატურის მიმართ ნდობა არის მაღალი.“- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. პროკურატურის განცხადებით ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.