საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ გადმოგზავნილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას უკავშირდება, ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო რეფორმა დროულად დაინერგოს და ხელს აწერს ამ კანონებს.

„საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მან კიდევ ერთხელ მიიღო რეფორმა საერთო სასამართლოებში და ეს ახალი პაკეტი გამოუშვა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოს დეცენტრალიზაციას, სასამართლოს მეტ დაცულობას, რაც იყო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის პოზიციას. ეს პრობლემები და ეს საკითხები რჩება, რა თქმა უნდა, მნიშნელოვნად და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე მუშაობას.

კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.