მერიასთან, მოქალაქეების დაკავებამდე, მოვიდა ვინმე ჩოხელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა

მერიასთან, მოქალაქეების დაკავებამდე, მოვიდა ვინმე ჩოხელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისის მერიასთან მოქალაქეების დაკავებამდე მივიდა ვინმე მოქალაქე ჩოხელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით მოსამართლე ნაზღაიძე არაფერ შუაში იყო და აქ ადგილი კორუფცის არ ჰქონია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ განაცხადა.

„მოვიდა ვინმე ჩოხელი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს. ჩოხელს, ბოლო დროს, საქართველოს მთავრობა საეთერო დროის დიდ ნაწილს უთმობს. მან თქვა, რომ თითქოს არაფერ შუაში არ იყო ნაზღაიძე. ქრთამის აღებას და ქრთამის მიცემას ადგილი არ ჰქონია და შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს. ამის შემდეგ დაიჭირეს, ჩემი ინფორმაციით, აქციის ხუთი მოქალაქე. ჩოხელმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ის არის გენერალ ლევან გვაზავას მეგობარი და გვაზავას სახელით დაიწყო საუბარი. იმედი მაქვს, გამოვა ლევან გვაზავა და ამ ყველაფერზე განცხადებას გააკეთებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. თუმცა, ნიკა მელიას განცხადებით, ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება და აქციები გაგრძელდება. ამ წუთებში დაპირისპირება ამოწურულია.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.