კანონის ნორმების სრული დაცვით ავიღებთ ამ ოთხ თუ ხუთ ზოლიან კორდონს და აუცილებლად შევალთ მერიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ჩხვირკიამ თბილისის მერიასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ირაკლი ჩხვირკიას განცხადებით, მოქალაქეებს თბილისის მერიაში შესვლა და მომსახურების მიღება სურთ, რაზეც მათ უარს ეუბნებიან, ვინაიდან მერიის შესასვლელი ბლოკირებული აქვს პოლიციას და თბილისის მერიის დაცვის სამსახურს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების უკანონოდ გადაეცემას აპროტესტებენ.
თბილისის მერიასთან დროდადრო ფიზიკური დაპირისპირება ხდება მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 15-მდე ეკიპაჟი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ნარმანია, გადადექი“.
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.