აქციის მონაწილეები დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

აქციის მონაწილეები დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

თბილისის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები ქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიის ორივე შესასვლელთან არიან შეკრებილები. ამასთან, ორივე შესასვლელს გაძლიერებული დაცვა იცავს. აქციაზე მობილიზებულია როგორც პოლიცია, ასევე თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები კვლავ დაჟინებით ითხოვენ ქალაქის მერთან შეხვედრას და იმ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც კონკრეტული მოსამართლისათვის ქონების გადაცემას ეხება.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქის მერი მათ არ შეხვდა და კითხვებზე პასუხი არ გასცა, მოითხოვენ მერის გადადგომას.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.