ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხზე მარეგულირებელთან დაკავშირებით შესაძლოა კანონპროექტმა ცვლილებები განიცადოს

ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხზე მარეგულირებელთან დაკავშირებით შესაძლოა კანონპროექტმა ცვლილებები განიცადოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ფარულ მოსმენა-მიყურადების საკითხზე მარეგულირებელთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განხილვის პროცესში შევიდეს.

მისი თქმით, მუხლობრივად საკითხის გავლის პროცესში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა.

„მარეგულირებელთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეული ცვლილებები კანონპროექტმა განიცადოს განხილვის პროცესში. ჩვენ როცა მუხლობრივად გავივლით საკითხს, იქ შესაძლებელია ცვლილებების შეტანა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის იდეალური პროექტი, რომელშიც არც ერთი ცვლილება არ უნდა შევიდეს. პარლამენტში იმიტომ არის გათვალისწინებული სამი მოსმენა, რომ შესაბამისი წინადადებების საფუძველზე თუ რაიმე დასახვეწია, უნდა დაიხვეწოს. მარეგულირებელს რაც შეეხება, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები განიცადოს, მაგრამ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის ოქროს შუალედი, რომელიც გვაქვს ყველა იმ წინადადების გათვალისწინებით, რაც მოვისმინეთ“, - განაცხადა კილაძემ.