თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები მივიდნენ

თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები მივიდნენ

თბილისის მერიასთან საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოხდა. სამართალდამცავებმა მერიის ირგვლივ კორდონი გააკეთეს. ისინი საავტომობილო მოძრაობას არეგულირებენ.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ წუებშიც გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თბილისის მერიაში შესვლას და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.