საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით

საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით

დაკავშირებით საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურაში დაგეგმილი ბრიფინგის შემდეგ „ამ ამბავს ნათელი მოეფინება“.

"ბუნებრივია, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელად და მან კარგად გადაიტანოს იპერაცია. ჩემი აზრით, ახლა ეს არის მთავარი საზრუნავი. რაც შეეხება დაკავებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს, ახალი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჯერჯერობით არც ერთი უწყება არ საუბრობს დამატებით საკითხებზე. ალბათ, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას და ნათელი მოეფინება ამ ამბავს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის არც სასიამოვნო, არც ორდინალური ამბავი. შესაბამისად, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა წერეთელმა.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი უწყებაში 14.00 საათზე დაინიშნა.

პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა განცხადება სავარაუდოდ, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.