დავით ნარმანია იმალება, თუ ის დღეს არ გამოვა, რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა

დავით ნარმანია იმალება, თუ ის დღეს არ გამოვა, რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა

თუ დავით ნარმანია დღეს არ გამოვა, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მერიასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ : ”გადადექი”! ”გამოდით”! ასევე, დედაქალაქის მერს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მერიის წინ მთელი სუს-ი არის მობილიზებული.

”მერიასთან არის მობილიზებული გომელაურის მთელი სამსახური, პოლიტიკური პოლიციის მთელი შემადგენლობა, ჩაკეტეს მთელი მერიის შენობა, არ უშვებენ არავის იმ საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება, მითუფრო პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატებს. ნარმანია იმალება. თუ იგი არ გამოვა დღეს, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ამ შენობაში ვეღარ შევა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.