„დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი, თურქმენეთის მოქმედი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში იგებს, მან ამომრჩეველთა ხმების 98% მიიღო. აღნიშნულის შესახებ თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბერდიმუხამედოვს ხმა 3,07 მილიონმა ადამიანმა მისცა. სულ საარჩევნო სიებში დარეგისტრირებული იყო 3,22 მილიონი ადამიანი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ დაუზუსტებიათ თუ როგორ გაიყო ხმები დანარჩენ რვა კანდიდატს შორის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გულმურატ მირადოვის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა.