აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუშაობის მოწონების რეიტინგი 45%-დან 40%-მდე დაეცა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მუშაობის არმოწონების მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა.
შედარებისთვის, ბარაქ ობამას მუშაობის მოწონების და არმოწონების მაჩვენებელი რვა წლის განმავლობაში 40-დან 60%-მდე მერყეობდა.
2009 წელს ბარაქ ობამას მმართველობის პირველ დღეს მისი მუშაობა პოზიტიურად ამერიკელების 69%-მა შეაფასა, უარყოფითად კი მხოლოდ 12%-მა. პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ობამას მუშაობით კმაყოფილი იყო ამერიკელების 55%.