საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12 თებერვალს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
„აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს“, - განმარტავენ საგარეო უწყებაში.